ნიუ-იორკში მაჩეტეთი შეიარაღებულმა კაცმა 5 ადამიანი დაჭრა

ნიუ-იორკის შტატის ქალაქ მონსიში, რაბინის სახლში მაჩეტეთი შეიარაღებულმა კაცმა 5 ადამიანი დაჭრა,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
ადგილობრივი ებრაული სათემო ორგანიზაციის ინფორმაციით, მაჩეტეთი შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ერთ-ერთი ადამიანი სულ მცირე ექვსჯერ დაჭრა.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. საქმის დეტალებს ნიუ-იორკის პოლიციის კონტრტერორიზმის სამმართველოც სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები