ხულოს მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. სანტა კლაუსისა და ფიფქიას სამოსით მორთულმა პატარა აღსაზრდელებმა საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს. ხულოს მუნიციპალიტეტში 23 საბავშვო ბაღი და 4 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს, სადაც, სკოლამდელ განათლებას 726 პატარა იღებს. დაბის საბავშვო ბაღის ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.