გორში თავშესაფრიდან გაუჩინარებული გოგონა 3 დღის შემდეგ იპოვეს

3-დღიანი ინტენსიურო ძებნის შედეგად გორის თავშესაფრიდან გაუჩინარებული 16 წლის გოგონა პოლიციამ გუშინ იპოვა. როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ამ დროისთვის კანონიერი წარმომადგენლის ოჯახში იმყოფება.
16 წლის გოგონა ოჯახური ძალადობის გამო გორის ქალთა კრიზისულ ცენტრში იყო გადაყვანილი, სადაც 25 დეკემბერს ღამის 22:00 საათამდე არ გამოცხადდა და ცენტრის ადმინისტრაციამ სამართალდამცველებს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები