ჭიათურაში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაკეთდა

ჭიათურაში, ნინოშვილის ქუჩაზე არსებული “სიგულდა”-ს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი პარკი მოეწყო.

პროექტის მიხედვით, სკვერის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. მოეწყო ახალი ტროტუარი, მოაჯირი, დამონტაჟდა ახალი სანათები, გაკეთდა კიბეები. მოეწყო მწვანე საფარი და ნარგავები, კერძოდ დაირგო საკურას 5 ნერგი.

„სასიხარულოა, რომ ჭიათურაში კიდევ ერთი დასავენებელი სივრცე მოეწყო.ჩვენი ერთ-ერთი
პრიორიტეტია,რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. – აღნიშნა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

პროექტის ღირებულება 59 732 შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები