“გზა სინათლისკენ“-თეატრალური პრემიერა ცაგერში

ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი-„გზა სინათლისკენ“, მაყურებელს წინასაახალწლოდ წარუდგინა.
სპექტაკლის რეჟისორები ზურაბ ძნელაძე და ცაგერის კულტურის ცენტრის დირექტორი დარეჯან საღინაძე გახლდნენ.
სპექტაკლში ცაგერის სახალხო თეატრის ცნობილი და გამოცდილი მსახიობების გვერდით, ახალგაზრდა ლეჩხუმელი მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
სპექტაკლმა მაყურებელთა მოწონება და ოვაციები დაიმსახურა , სპექტაკლს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე, მოადგილე გიორგი მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,საქართველოს თეატრალური საზოგადოების რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ დაუშვილი, რომელმაც სპექტაკლის რეჟისორს და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს დარეჯან საღინაძეს „კულტურის ამაგდარის“ წოდების სიგელი საზეიმოდ გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები