ახალციხეში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
ახალციხეში ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა ახალციხის ცენტრალურ პარკში ( თეატრის მიმდებარე ტერიტორია). კონცერტი მოწვეულმა სტუმრებმა “ორი ჯუჯას” გუნდის წევრებმა – ვახტანგ ტატიშვილმა და ნუგზარ კვაშალიმ გახსნეს.
ღონისძიების პარალელურად საქველმოქმედო აქციაც ჩატარდა, სადაც მოხალისე ახალგაზრდებმა ჩაი, ყავა და ტკბილეული გაყიდეს. შემოსული თანხა ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად ჩაირიცხება. ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო. ღონისძიება ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილ მსახიობებმა გაალამაზეს.