სამტრედიის მერმა 2019წლის ანგარიში წარადგინა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ მოსახლეობას, მერიის მიერ 2019 წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების და კულტურული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მერის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული აქცენტი სოციალურ პროგრამებზე გაკეთდა. მიმდინარე წელს 3071 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რისთვისაც დაიხარჯა 1 054 002 ლარი.

კულტურულ-შემეცნებითი, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების განსახორციელებლად გამოიყო 2 061 900 ლარი. სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში 4 678 708 ლარის სამუშაოები ჩატარდა. დაიგო 55 კილომეტრი გზა, მათ შორის 54 კილომეტრი ასფალტი და 2 კილომეტრი ბეტონის საფარი. ბაგა-ბაღებში რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში 289 385 ლარის სამუშაოები ჩატარდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 14 საბავშო ბაგა-ბაღს.

ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით საჯარო სკოლებში 860 000 ლარის სამუშაოები ჩატარდა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 33 საჯარო სკოლაში, პირველ ეტაპზე მოეწყო შშმ პირებისთვის პანდუსები, სახურავები, კარ-ფანჯრები და სველი წერტილები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჯიხაიშის, ტოლების, საჯავახოს, გორმაღალის და კულაშის ამბულატორიებს, რისთვისაც დაიხარჯა 99 926 ლარი. საანგარიშო შეხვედრას, რომელიც ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში გაიმართა, სახელმწიფო რწმუმებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები