ბორჯომელი ჟურნალისტი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ეწევა (ვიდეო)

ველოსიპედი, გიორგი ოგანესიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე მიდის იმ ტრანსპორტით, რომელიც მისთვის ჯანსაღი და იაფია. ახალგაზრდა მამაკაცი პროფესიით ჟურნალისტია. ის აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტერიტორიაზე გადასაადგილებლად დღეში მინიმუმ 5 ლარი სჭირდება, რაც თვეში დაახლოებით 150 ლარს შეადგენდა. ამ ხარჯებს კი ველოსიპედით ზოგავს. იმის გამო, რომ ბორჯომში ველობილიკები არ არსებობს, გიორგის გადაადგილება ცენტრალურ სამანქანო გზაზე, უამრავი ავტომობილის გარემოცვაში უწევს.
გიორგი ოგანესიანის ერთადერთი სურვილი, სხვადასხვა ქალაქში ველობილიკების მოწყობა და ველომოყვარულების მატებაა. ეს ყველაფერი კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ფინანსების დაზოგვას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს.
“მინდა გავხდე ის ადამიანი, რომელიც საქართველოში ამ მინართულებას განავითარებს. გარდა ამისა, მინდა ვაიძულო ადგილობრივ თვითმმართველობას გააკეთოს ველობილიკები. ბორჯომში სიარული სახიფათოა. ეს იქნება ველომოყვარულთათვის კიდევ ერთი სტიმული, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით”, – აღნიშნა “რეგიონულ კვირასთან” გიორგიმ.
როგორც ახალგაზრდა მამაკაცი გვიყვება, მას დღეში, საშუალოდ 10-15 კილომეტრის გავლა შეუძლია. ველოსიპედით გადაადგილება კი მისთვის ყველაზე კომფორტული და მარტივი ხერხია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები