ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა
ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა, ღაზას სექტორში „ჰამასის“ რიგ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანეს.
აღნიშნული ქმედება ისრაელმა, გვიან ღამით, აშკელონზე განხორციელებული ავიაიერიშის საპასუხოდ განახორციელა.
ისრაელის მხრიდან დარტყმა „ჰამასის” სამხედრო ობიექტებზე მოხდა, მათ შორის ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში პორტის რაიონში.
ამ ეტაპზე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორია აშკელონში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს დაბომბა. განგაშის ამოქმედების დროს, პრემიერი სიტყვით გამოდიოდა. დაცვამ ის ადგილს განარიდა, თუმცა მოგვიანებით ნეთანიაჰუ დაბრუნდა და მომხდარზე ისაუბრა.