ბაქო-თბილისი-ყარსით მე-10 000-ე კონტეინერი გადაიზიდა

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილი კომპანია ADY Container-ის მონაცემებით, ბაქო -თბილისი -ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე მე-10 000-ე კონტეინერმა გაიარა.

20 კონტეინერით შემდგარმა მატარებელმა თურქეთიდან საქართველოს და აზერბაიჯანის გავლით ტვირთი ყაზახეთში ჩაიტანა.

ADY Container-ის მონაცემებით, საკონტეინერო გადაზიდვები ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს ბაქო -თბილისი -ყარსით 4 135 (TEU) კონტეინერი გადაიზიდა, 2018 წელს 5 810 (TEU).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები