ყაზახეთში სიკვდილით დასჯას გააუქმებენ

ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საგარეო საქმეთა სამინისტროს სიკვდილით დასჯის გაუქმების საერთაშორისო პროტოკოლისთვის მომზადება დაავალა, ამის შესახებ მან საზოგადოებრივი ნდობის ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ყაზახეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმს ქვეყნის პირველმა პრეზიდენტთმა ნურსულთან ნაზარბაევმა 2004 წელს მოაწერა ხელი. ზომები სიკვდილით დასჯის აღსრულებას ზღუდავდა, თუმცა სასამართლოებს განაჩენის გამოტანის უფლებას არ უკრძალავდა. ალტერნატიული სასჯელის სახით 2004 წლიდან ყაზახეთში უვადო პატიმრობა მოქმედებს.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები