სულიერ მოძღვარს 4 ქალის გაუპატიურებისთვის 19 წელი მიუსაჯეს
ბრაზილიაში, გოიას შტატში, 77 წლის სულიერ მოძღვარს, რომელიც ცნობილია როგორც ჟაო დე დეუსი ან ღვთის იოანე, 19 წლით თავისუფლების აღკვეთა 4 ქალის გაუპატიურებისთვის მიუსაჯეს. ჟაო დე დეუსის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
მოძღვარს მიმდევრები მთელი მსოფლიოდან ჰყავდა და მათი შეკრების ადგილი დედაქალაქ ბრაზილიიდან, დასავლეთით, 2 საათის სავალზე, თავის პატარა ქალაქში იყო. ის ყველას ჰპირდებოდა, რომ დეპრესიიდან დაწყებული, კიბოთი დამთავრებული, ყველაფრის განკურნება შეეძლო. დეუსი კვირის განმავლობაში, დაახლოებით 10,000 პაციენტს იღებდა. სავარაუდოდ, ის მსგავსი ქმედებებით და სექსუალური შევიწროების მცდელობებით დიდი ხნის მანძილზე იყო დაკავებული.
აო დე დეუსს დიდი პოპულარობა 2012 წელს ამერიკელი ტელეწამყვანისთვის, ოპრა უინფრისთვის მიცემულმა ინტერვიუმ მოუტანა. მას შემდეგ, რაც მოძღვარს ბრალი წაუყენეს, უინფრიმ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სავარაუდო მსხვერპლს თანაუგრძნობს და იმედოვნებს, რომ სამართალი იზეიმებს.
სასამართლოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჟაო დე დეუსის სახელთან, კიდევ 10 სქესობრივი ძალადობის დანაშაულია დაკავშირებული.
წყარო: report.ge