როგორ უნდა ვიკვებოთ სიმსივნის პრევენციისთვის

კვება სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის უმთავრესი წინაპირობაა, თუმცა არასწორი კვებით დაავადებების შეძენის რისკები მატულობს, – ამის შესახებ ნუტრიციოლოგი ვერა ბაბუხადია გვეუბნება.

21-ე საუკუნეში კაცობრიობისთვის გამოწვევა სიმსივნეა, ამიტომ report .ge სპეციალისტებთან შეეცადა გაერკვია, რა როგორ უნდა ვჭამოთ სიმსივნის პრევენციისთვის.

ნუტრიციოლოგის განმარტებით, ნატურალურ პროდუქტებს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამნინებსა და მინერალებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში. ვერა ბაბუხადია ბროკოლის ხშირ მიღებას რეკომენდირებს. მისი განმარტებით, იგი მდიდარია ფოლატებით, რომელიც ტონისს ამაღლებს და აახლებს სისხლს.

ნუტრიციოლოგის განმარტებით, პომიდორს გააჩნია მძლავრი ანტიოქსიდანტური და ანტიანთებითი თვისება, რაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, კიბოს პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა. პომიდორი ბლოკავს ქრონიკული მჟავიანობასა და ქრონიკული ანთებას, რაც კიბოს წარმოშობას უწყობს ხელს.

როგორც სპეციალისტი განმარტავს, ნიორს, ანტიმიკრობული ზემოქმედების უნარის გამო, შეუძლია შეებრძოლოს 150 – მდე დაავადებას. იგი შეიცავს 500-მდე გოგირდის შემცველ სხვადასხვა ქიმიურ შენაერთს შეიცავს და ამარცხებს მწვავე სოკოვან ინფექციას, კანდიდოზს, რომელიც კიბოს მაპროვოცირებელია.

სპეციალისტები რეკომენდირებენ შემწვარი თუ მოხარშული სიმინდის მარცვლების დიდი რაოდენობით მიღებასაც, რადგან ეს პროდუქტი  შეიცავს ბეტა-კრიპტოქსანტინსა და ფეროულ მჟავას, რაც აფერხებს კიბოს განვითრებას.

ვერა ბაბუხადიას თქმით, ჭარხალი ბეტაინს შეიცავს და ის ანეიტრალებს კიბოს უჯრედებს.

ნუტრიციოლოგი გვიხსნის, რომ სტაფილო მდიდარია კაროტინით და კარგია მხედველობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. კაროტინი ებრძვის კიბოს უჯრედებს.

ისპანახი შეიცავს კაროტინოიდებს, რომელიც ბლოკავს არასტაბილურ მოლეკულებს. ნუტრიციოლოგის განმარტებით, მისი მიღებით, ძუძუს კიბოს განვითარების რისკს 40%-ით შევაამცირებთ.

“ჭარხალი, სტაფილო, ისპანახი, ლობიო, – ეს ინგრედიენტები ხშირად გამოიყენეთ თქვენი კერძების დასამზადებლად. ლობიო ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევით, 90 000 ქალბატონზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ იმ კატეგორიაში, ვინც ლობიოს ან ოსპს 8 წლის განმავლობაში კვირაში მინიმუმ ორჯერ მიირთმევდა, ნაკლები იყო ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. პომიდორი, ბროკოლი, ნიორი, სიმინდი, – შეეცადეთ მიიღოთ ყოველდღე. სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტრომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისას და პრიორიტეტების განსაზღვრისას სწორედ ეს ნიუანსები უნდა გაითვალისწინონ. ჯანმრთელი ბოსტნეულის წარმოებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი,” – გვიხსნის ვერა ბაბუხადია.

და ბოლოს, სიმსივნის პრევენციისთვის, რეკომენდებულია მწვანე ჩაიც,  რომელსაც ანტისიმსივნური, ანტიკანცეროგენული, ანტიბაქტერიული და ანტიკარიესული ეფექტები აქვს.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები