დავით ზალკალიანი: ბაქო-თბილისი-ყარსი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი დერეფანი გახდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით,სარკინიგზო მაგისტრალი ბაქო – თბილისი – ყარსი მნიშვნელოვნად ამცირებს გადაზიდვების ხარჯებსა და დროს აზიიდან ევროპაში.

ზალკალიანის თქმით, ბაქო-თბილისი -ყარსი საკმაოდ მოკლე დროში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვა და კონკურენტულ სატრანსფერო დერეფნად.

„საქართველო,აზერბაიჯანი და თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენაში. ეს ყველაფერი აძლიერებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ხელს უწყობს ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებას“, – აცხადებს ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი -ყარსის სარკინიგზო მაგისტრალმა ფუნქციონირება 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. ყოველწლიურად აღნიშნული მაგისტრალის გამტარუნარიანომა 6.5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები