ჯ. ადამ ერელი: ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეიცვალა, მას შემდეგ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ტარდება
„ქართველი ხალხი, რომელიც დგას მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს”, – ამის შესახებ ამერიკელმა, დიპლომატმა ჯ. ადამ ერელმა “ვაშინგტონ თაიმსთან” საუბრისას განაცხადა.
„საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით”,- ამბობს დიპლომატი ჯ. ადამ ერელი “ვაშინგტონ თაიმსთან”.
სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს – დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია და რომ როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია.
„1 წელიწადზე ნაკლები დარჩა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე. ქართველი ხალხი, რომელიც დგას მუდმივი რუსული საფრთხის და აგრესიის წინაშე, დღითიდღე განამტკიცებს თავის დასავლურ ვექტორს, ახორციელებს ეკონომიკური ზრდისკენ მიმართულ სტრატეგიებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. აშშ-ის მხრიდან საქართველოს – დასავლური ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეში არსებითი დასაყრდენის მხარდაჭერა დღესაც ურყევია. როგორც კავკასიისა და ცენტრალური აზიის კარიბჭე, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანას, რომელსაც ჩრდილოეთით რუსეთი, დასავლეთით შავი ზღვა და სამხრეთითა და აღმოსავლეთით თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება, მნიშვნელოვან ტერიტორიებს ფლობს. აკავშირებს რა ერთმანეთთან კასპიის, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს, საქართველოს რამდენიმე პორტი შავიზღვისპირეთში წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაკავშირებელს ევრაზიასა და ატლანტიკურ ოკეანეს შორის. საქართველო მდებარეობს კასპიის ზღვის რეგიონიდან დასავლეთისკენ მიმავალი ენერგეტიკული ნაკადების შუაგულში. ახალი აბრეშუმის გზის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო დერეფნების ცენტრში მდებარეობის წყალობით, საქართველო იქცა სუპერსახელმწიფოების კონკურენციის ეპიცენტრად.
გარდა ამისა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პროამერიკული და დემოკრატიული სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში. ქვეყანაში 2012 წლის არჩევნების შედეგად, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. მას შემდეგ საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია პრაქტიკულად ყველა ინდექსში გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პარტიების განვითარების და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით”,- ამბობს ადამ ერელი.