ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია 505 მოქალაქეს დაეხმარა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, “მოქალაქეთა სოციალური და ჯანდაცვის პროგრამით“, მთელი წლის განმავლობაში 505 მოქალაქეს დაეხმარა. 2019 წლის ბიუჯეტიდან, ამ მიმართულებით ,237 955 ლარი დაიხარჯა.

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, 56 ბენეფიციარზე 25 600 ლარი; II მსოფლიო ომის ვეტერანთა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლ შშმ სტატუსის მქონე ვეტერანთათვის, 11 ბენეფიციარზე 4250 ლარი; ტერიტორიული მთლიანობისათვის და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დაღუპულთა ოჯახებისათვის, 8 ბენეფიციარზე 2400 ლარი; მკვეთრად გამოხატული მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისათვის (I ჯგუფის უსინათლოები) 26 ბენეფიციარზე, 3900 ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, 4 ბენეფიციარზე 2000 ლარი; ხანდაზმულთათვის (ასი და ას წელზე უხნესი) 1 ბენეფიციარზე 500 ლარი; დედ-მამით ობოლ არასრუწლოვნებისათვის 1 ბენეფიციარზე 500 ლარი; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე არასრულწლოვნებისათვის, მინდობით აღზრდაში მყოფი პირთათვის, რეინტეგრაციაში მყოფი არასრულწლოვანთათვის, სულ 37 ბენეფიციარზე 7400 ლარი; დიალეზზე მყოფი მოქალაქეებისათვის, 7 ბენეფიციარზე 8400 ლარი; სხვა სოციალური ხარჯებიდან ,,სხვა გამონაკლისი შემთხვევებისათვის’’ 75 ბენეფიციარზე 41 937 ლარი; ერთჯერადი კვების უფასო სასადილოს დაფინანსება, რომელიც გათვალისწინებულია 45 ბენეფიციარზე თანხა – 40000 ლარი; ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება 149 ბენეფიციარზე – 85249 ლარი; ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე ფულადი დახმარება (0-დან ექვს თვემდე) 88 ბენეფიციარზე 26 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები