თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ჯარისკაცების კვება მნიშვნელოვნად უმჯობესდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 100-დღიანი მუშაობის შედეგების შეფასებისას და 2020 წლის გეგმებზე საუბრისას, სამხედრო მოსამსახურეებისთვის კვების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, თავდაცვის ძალების სამხედროები 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე, სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილ რაციონზე გადავიდნენ.

ახალი სტანდარტი თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობისა და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს.

“გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარისხი. ქართული ჯარი საუკეთესო პროდუქტით უნდა იკვებებოდეს – ეს იქნება ჩემი მინისტრობის მთავარი პრიორიტეტი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები