ე.წ. მოსამართლე ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა
ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს შენობის წინ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ბადრი მანჯავიძე იმყოფება, რომელიც ე.წ პროცესის დასრულებას ადგილზე ელოდება. მანჯავიძე გაფრინდაშვილის საქმის განხილვაზე დასწრებას მოითხოვდა, თუმცა ე.წ სასამართლო სხდომა დე-ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით დახურულია და მას ამის საშუალება არ მისცეს.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, დე-ფაქტო რეჟიმის ბრალდების მხარე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
უკანასკნელი ინფორმაციით, ე.წ სასამართლო სხდომაზე უკვე საათნახევარია მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული.