გოგი წულაია: 10 წლის წინ დიდების მემორიალის აფეთქებისას დაღუპულებიც სისტემის მსხვერპლი იყვნენ

ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, დიდების მემორიალის აფეთქების ადგილზე გოგი წულაიამ სანთლები და ყვავილები მიიტანა. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ პატივი 10 წლის წინ, 2009 წელს მემორიალის აფეთქების დროს დაღუპული დედა-შვილის ხსოვნას მიაგო. წულაია ამბობს, რომ 10 წლის წინ დაღუპულებიც სისტემის მსხვერპლი იყვნენ და ხელისუფლების პირველი პირები მაშინაც დაუსჯელი დარჩნენ.
“ის დედა-შვილიც სისტემამ მოკლა. ლუკაც სისტემამ მოკლა. საზოგადოება ვართ დამნაშავე იმაში, რომ არ ვიბრძოლეთ. ჩვენ თუ კიდევ არ ავიმაღლებთ ხმას და არ დავამარცხებთ სისტემას, მსხვერპლი კიდევ გვეყოლება. “ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლების ძალადობრივი სისტემა გადმოიბარა და მახინჯი ფორმები დაამატა”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები