ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას ახალი საგანმანათლებლო სივრცე შეემატება

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ახალი საგანმანათლებლო სივრცე გაიხნება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე ბიბლიოთეკის სარდაფში განთავსდება და მოიცავს – წიგნის მუზეუმს, საბავშვო, მარკებისა და პრესის არქივის ოთახებს, ასევე საკონფერენციო დარბაზსა და დეპოზიტარიუმს.
ახალ სივრცეში სპეციალური ადგილი დაეთმობა პრესის საარქივო მასალებს, რომელიც საუკუნეზე მეტია ბათუმის ბიბლიოთეკაში ინახება, გარდა ამისა, დაინტერესებულ პირს ადგილზე შეეძლება გაეცნოს როგორც პრესის სიახლეებს, ასევე საარქივო მასალებს. აქვე მოეწყობა სპეციალური საკონფერენციო ოთახი საგანამანათლებლო და კულტურული ხასიათის ტრენინგებისთვის, სემინარებისა და პრეზენტაცებისთვის. ადგილზე ასევე შესაძლებებლი იქნება სამეცნიერო კონფერენციის გამართვაც.
ამასთან, საბავშვო ოთახში პატარა მკითხველებისთვის პროექტები ჩატარდება, რომლებიც შემეცნებით და გასართობ აქტივობებს გააერთიანებს.
დეპოზიტარიუმი კი მკვდარი ლიტერატურით შეივსება.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი ინგა გოგიბერიძე ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიბლიოთეკის არსებობის ისტორიაში, პირველად, რარიტეტული წიგნების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესდებულ პირს შეეძლება. გამოფენა კი ბიბლიოთეკის ფონდში დაცული უნიკალური წიგნებით ეტაპორივად განახლდება.
,,ძალიან მალე ბიბლიოთეკას რარიტეტული წიგნების მუზეუმი ექნება. გამოიფინება საუკუნის დასაწყისში ემიგრაციაში წასული ადამიანების დანატოვარი სხვადასხვა ენოვანი წიგნები. ექსპოზიცია ყოველწლიურად განახლება. წიგნებს, რომელსაც პირველ ეტაპზე გამოვფენთ, რესტავრაცია ახლახანს ჩაუტარდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საფრანგეთის ელჩს საქართველოში. ბატონი დიეგო კალასი, ორი თვის წინათ იმყოფებოდა ჩვენს ბიბლიოთეკაში და დაინტერესდა ფრანგული რარიტეტული წიგნებით და თანხაც გამოყო მათი განახლებისთვის“, – ამბობს ინგა გოგიბერიძე.
ბიბლიოთეკაში ახალი სივრცის სარემონტო სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება, პროექტისთვის ბათუმის მერიამ 43 000 ლარი გამოყო. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სარდაფი საზეიმო ვითარებაში 21 დეკემბერს გაიხსნება, აქვე გაიმართება ინგა გოგიბერიძის წიგნის – ,,თოვლის გამყიდველი“-ს პრეზენტაციაც. ავტორმა წიგნის სპეცალურად მიმდინარე წლის ფრაკბურტის წიგნის ბაზრობისთვის გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები