გიორგი გახარია: გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისეთი დაცული არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის

“აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ჩვენ რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით ინფორმაციას, რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს განხორციელებული სამართალდამცავი სისტემის მიერ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისეთი დაცული, ღია და ტრანსფარენტული არ ყოფილა, როგორც არის დღეს. ეს ფაქტია და ამას მე არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ა.შ.”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები