ანტალიაში ბანკში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა (ვიდეო)

თურქეთში, ანტალიის პროვინციაში ბანკში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელსაც მძევლები ჰყავს აყვანილი.

CNN Turk-ის ინფორმაციით, მამაკაცს, სავარაუდოდ, 10 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი, მათ შორის ბანკის თანამშრომლები და კლიენტები არიან.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

პოლიციამ მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო.

 ვიდეო :https://www.cnnturk.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები