ნადირაშვილი უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში მისვლას არ აპირებს, უმრავლესობის დეპუტატები კი გამოკითხვაზე იმყოფებიან
უმრავლესობის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი გამოკითხვაზე იმყოფებიან.
გამოძიების კითხვები რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის დროსაც სხდომა არასასიამოვნო სუნის გამო შეფერხდა. ნაწილმა ჩვენება უკვე მისცა, ნაწილი ამ დრომდე პოლიციის მთავარ სამმართველოშია.
უმრავლესობის წევრებმა მომხდარი ფაქტი “ევროპული საქართველოს” წევრებს ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილის დაუკავშირეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს ირმა ნადირაშვილი.
ნადირაშვილის თქმით, დაკითხვაზე მისვლის საკითხს არ განიხილავს.
“დამირეკეს შაბათს, ვუთხარი, რომ საერთოდ არ განვიხილავდი დაკითხვაზე მისვლის საკითხს და ვთხოვე, რომ ამ თემაზე მათ ზარი აღარ განეხორციელებინათ. არ ვიცი ამის შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამენ, არც ის ვიცი მომივა თუ არა უწყება მაგისტრი მოსამართლისგან, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ დაზუსტებით, რომ სერიოზულად ამ საქმეს ვერ შევხედავ. დაველოდოთ რა იქნება”, – განაცხადა ნადირაშვილმა.
პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დასხმული ნივთიერების გამო პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.