გერმანიის ელჩი: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი არ არის ჩავარდნილი, ვიდრე ის გრძელდება, ვიმედოვნებთ, პროგრესის მიღწევას შევძლებთ

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგს, ვიდრე მოლაპარაკებები გრძელდება არ შეიძლება ჩავარდნილი ეწოდოს.

ელჩს იმედი აქვს, რომ დიალოგის პროცესში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

“დიალოგი არ არის ჩავარდნილი, ვიდრე ის გრძელდება. ჩვენ ავიღებთ პაუზას დღესასწაულზე, თუმცა ვიმედოვნებთ, მანამდე ჩვენ შევძლებთ გარკვეული პროგრესის მიღწევას ამ დიალოგის პროცესში. საერთაშორისო შუამავლები ამ საკითხზე მუშაობენ ორივე მხარესთან და ყველა შეთავაზებას სწავლობენ“ ,- განმარტა საქართველოში გერმანიის ელჩმა.

სასტუმრო “შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გუშინ დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემას განიხილავდნენ, თუმცა მრავალმანდატიან მოდელზე შეთანხმება ვერ შედგა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით მომდევნო შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები