ვინ არის ქალი აქციიდან, რომელიც ტელეფონზე მოსაუბრეს „სამსახურის დაკარგვით ემუქრება“ – “ხუმრობდა და აიღებენ ვიდეოს” (ვიდეო)

ვინ არის ქალბატონი, რომელიც 14 დეკემბერს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე არ ყოფნის გამო თითქოს მოქალაქეს “სამსახურის დაკარგვით ემუქრება”?

“იმედის კვირამ” გაარკვია, რომ ქალი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა, ვინმე ბელა ტლაშაძეა. მისი საუბარი თითქოსდა აქციაზე არყოფნის გამო სამსახურის დაკარგვის შესახებ ტელეეთერშიც მოხვდა, თუმცა “იმედის კვირამ” გაარკვია, რომ კამერის წინ მოსაუბრე ქალს არანაირი შეხება არ აქვს ქუთაისთან, როგორც ეს მედიაში იყო გაშუქებული, ის ბოლო წლებია არსადაა დასაქმებული და შესაბამისად, არც ქუთაისის გამგეობაში.

ცნობისთვის, ტელეეთერში გასულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ურეკავს ეს ქალბატონი ვითომ საჯარო მოხელეებს და ეუბნება – “რატომ არ წამოხვედი, ეხლა სამსახურს დაკარგავ, იცი, შენ რომ სამსახურს დაკარგავ? შენ იცი, რომ სამსახური აღარ გექნება ეხლა, რომ არ წამოხვედი?”

ბელა ტლაშაძის სიძემ, ვახტანგ ჩაჩანიძემ “იმედის კვირასთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მედიაში გავრცელებული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება, მისი სიდედრი აქციაზე არ ყოფილა, “უბრალოდ რუსთაველზე გაიარეს, ტელეფონზე კი თავის ბიძაშვილს “ეღადავებოდა” .

“ვინ დაავალა, თავის ბიძაშვილს ეღადავება, რომელიც რაღაცა პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. სხვათა შორის იმ კატეგორიას განეკუთვნება ბელა ტლაშაძე, რომელმაც 41 შემოხაზა და ახლა თავში ირტყამენ ხელს. არ იყო აქციაზე, უბრალოდ რუსთაველი გაიარეს და ამ ამბავზე იხუმრა თავის ნათესავთან. არც “ოცნების” ბრიგადირია, არც “ნაცების” ბრიგადირია. ხუმრობდა, მართლა ხუმრობდა და აიღებენ ამ ვიდეოს, შეცდომა მოუვიდა „მთავარს, ” – განუცხადა იმედის კვირას ბელა ტლაშაძის სიძემ.

თავად ბელა ტლაშაძემ და მისმა შვილმა თამთა მასურაშვილმა, “იმედის კვირასთან” საუბარი არ ისურვეს.

წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები