ლიბანში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პოლიციელებსა და ანტისამთავრობო საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.

დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედნის დაკავება სცადეს, რის შემდეგაც პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, დემონსტრანტები კი სამართალდამცველებს ქვებს ესროდნენ. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე 54 ადამიანი დაშავდა, მათ ნახევარს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 20 პოლიციელი დაშავდა.

დემონსტრაციები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო. აქციების მონაწილეები ეკონომიკურ კრიზისს აპროტესტებენ. 18 ოქტომბერს ბეირუთის ცენტრში პოლიციამ აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შეტაკებების შედეგად სულ მცირე 200 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 60 პოლიციელია. კრიზისთან საბრძოლველად მთავრობამ ეკონომიკური რეფორმების პაკეტი შეიმუშავა. მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები