ამირან სალუქვაძე: “ოცნება” ევროპული არჩევანის შესახებ ზეიმს მართავს და ოპონენტები ღონისძიებას აკნინებენ

სირცხვილია, როცა დილიდან საღამომდე იმას იმეორებთ საქართველოს ალფავიტით მოუწია თავმჯდომარეობაო, ცალკე ევროსაბჭოს, როგორც ორგანიზაციას ლანძღავთ და თავი პროდასავლურებად მოგაქვთ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ოცნება” მანამ იქნება   ხელისუფლებაში, სანამ კონკურენტული ოპონენტები არ გამოუჩნდება.
“სირცხვილია, როცა დილიდან საღამომდე იმას იმეორებთ საქართველოს ალფავიტით მოუწია თავმჯდომარეობაო, ცალკე ევროსაბჭოს, როგორც ორგანიზაციას ლანძღავთ და თავი პროდასავლურებად მოგაქვთ
ოპოზიცია ოცნებას აბრალებდა პრორუსულობას. ახლა “ოცნება” ევროპული არჩევანის შესახებ ზეიმს მართავს და ოპონენტები ღონისძიებას აკნინებენ, კონტრაქციას უწოდებენ.
თან, ალბათ, ზიხართ ტვ-სთან და ნერვიულობთ რამდენ ადამიანს შეკრებენ.
გამოგეცხადებინათ მომხრეებისთვის ევროპა ყველასია და შევუერთდეთო. მერე იმას მაინც იტყოდით, ჩვენი მომხრეებიც იდგნენო.
არ მოგწონთ კრიტიკა, მაგრამ იცოდეთ, “ოცნება” მანამდე იქნება, სანამ კონკურენტული ოპონენტები არ გამოუჩნდება. ამისათვის კი მთელი არასახელისუფლებო პარტიების გადახალისება, განახლება, რეორგანიზაციაა საჭირო,” – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები