გია აბაშიძე: “ACD 2Ф” პრეპარატი, თავის დროზე საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს
ექსპერტი გია აბაშიძე პარლამენტში მომხდარ ინციდენტს სპეციფიკური სუნის შესახებ, რასაც რამდენიმე ადამიანის შეუძლოდ გახდომა მოჰყვა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეპარატი თავის დროზე საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს.
მისივე თქმით, “ACD 2Ф”-ის ეფექტი ომის დროს სამხედროებისათვის ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია და ტკივილის შეგრძნების დაკარგვა იყო.
“ნეოკმარელები” ირწმუნებიან, რომ “ACD 2Ф” უვნებელია. თუმცა, ეს ვითომდა ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატი უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია რეგისტრაციისთვის არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო. პრეპარატი თავის დროზე შეიმუშავეს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებმა, გრეგორი შტაბკვარწირას, დამსაქმებელთა კოჰორტაში.
ომის დროს სამხედროებისათვის მისი ეფექტი უნდა ყოფილიყო ზედმეტად სწრაფი რეგენერაცია, შოკის გაძლიერება იმ დონემდე, რომ ადამიანს დაეკარგა ტკივილის შეგრძნება. გამოირჩევა ჰიპერალერგიულობით, მხაფრი სუნით და დღემდე დაუდგენელი ეთერზეთოვანი მინარევებით. შემდგომში ეს პრეპარატი გაასაღეს როგორც მსხვილფეხა პირუტყვის სწრაფი ზრდის დანამატად. მას ასევე იყენებენ ექიმბაშები როგორც ანტისიმსივნურ პრეპარატად და ისინიც კი, იციან რა მისი ჰიპერალერგიულობა და ადამიანის ორგანიზმზე ტოქსიკური ზეგავლენა, რეკომენდაციას უწევენ არაუმეტეს ერთ წვეთს კვირაში ერთხელ.
დანარჩენს კი საზოგადოება და სამართალდამცველნი განსჯიან,”- წერს გია აბაშიძე.