ზაზა პაპუაშვილი: მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შემოვიდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, მიზეზი შენობაში არსებული მძაფრი სუნია.

გაურკვეველი ნივთიერების სხდომათა დარბაზში შეტანის შემდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა, რომელიც ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მაჭავარიანის თქმით, ის მძაფრი სუნის მიმართ ალერგიულია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში “ევროპული საქართველოს” წევრები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ, რომლებმაც დარბაზი მალევე დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის თქმით, “ეს არის ტერორისტული აქტი“.

“რაღაცა დაასხეს, მე არ დამინახავს. შხამია თუ რა არის, არ ვიცი. ძალიან მძაფრი სუნია. ორი გოგო რომ შემოვიდა, დეპუტატი “ნაციონალები“, მათ დაასხეს რაღაც. ნატო ჩხეიძეს ელაპარაკებოდნენ და მაშინ ქნეს. ახლა ქიმიურ შემადგენლობას დაადგენენ. ეს არის ტერორისტული აქტი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ამასთან, ამ ამ წუთებში დარბაზში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები