თინა ბოკუჩავა ანრი ოხანაშვილს: პარლამენტში სხედან მონები, თქვენ ხართ მონები

პარლამენტში სხედან მონები, თქვენ ხართ მონები,- ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ.

ბოკუჩავას თქმით, არ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს “მონებით” დაკომპლექტება.

“იმალებით პოლიციის კორდონების, რკინის კონსტრუქციების უკან, მაგრამ ეს არ გიშველით, ქართველი ხალხი მაინც გაგაგონებთ ხმას. დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მონებით დაკომპლექტება. თქვენ ხართ მონები, ამ პარლამენტში სხედან მონები, რომლებმაც უფლებამოსილება შეუწყვიტეს საპროცედურო კომიტეტზე ნიკა მელიას იმიტომ, რომ მან აღასრულა, როგორც აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელმა გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა იმ მოსამართლეებმა, ვისაც თქვენ დღეს ამწესებთ უვადოდ. გესმით ამ სიტუაციის აბსურდი?! თავს არავინ შეიკავებს, სანამ ამ ქვეყანაში ხდება ასეთი უსამართლობა. უნდა ჩაიშალოს ეს სხდომა, უნდა გადაიდოს. არც სიტუაცია დამშვიდდება, არც ბოიკოტი და პიკეტირება შეჩერდება, სანამ ეს უმსგავსობა არ შეჩერდება. ვერ ხედავთ რა დევალვირებულია პარლამენტი?! უკვე თოჯინად, გამოიყურებით”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები