მამუკა მდინარაძე: ეს ხალხი სამზარეულოში ვაშლს რომ თლიდეს და ხელი რომ გაიჭრას, “ქართულ ოცნებას” დააბრალებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე “ევროპული საქართველოს” ლიდერებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მდინარაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს საქმის დეტალებში გარკვევის შემდეგ გააკეთებს.

“ეს ხალხი სამზარეულოში ვაშლს რომ თლიდეს და ხელი რომ გაიჭრას, “ქართულ ოცნებას” დააბრალებენ. გავერკვევით რაშია საქმე და მერე გაგცემთ პასუხს,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

​შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ. ​მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები