გიგი უგულავა: თავდასხმის შედეგად გოკა გაბაშვილს მუხლი დაუზიანდა
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავს თქმით, აეროპორტში მასზე და გოკა გაბაშვილზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, გაბაშვილს მუხლი დაუზიანდა. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ასე შეეცადნენ “რეჟიმის წარმომადგენლები” მათი ორდღიანი მგზავრობის ჩაშლას.
“მე და გოკა გაბაშვილს ივანიშვილის ორკები დაგვესხნენ თავს აეროპორტში, საპასპორტო კონტროლის შიგნით ზონაში. ახლა მივდივართ შუშის შენობაში. ამბობენ თავდამსხმელები დავიჭირეთო. არ ვიცი. ჩვენ კარგად ვართ. გოკას მუხლი დაუზიანდა. ეტყობა ასე ჩაშალეს ჩვენი ორდღიანი მგზავრობა. ძაან საცოდავია ეს რეჟიმი. სასაცილოც კი”, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.