ტრამპი ვაშინგტონში ლავროვს შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკებას გამართავს.

როგორც მედიას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განუცხადა, ლავროვი და პომპეო „ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობას განიხილავენ“.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია მხოლოდ საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შესახებ, თუმცა გახდა ცნობილი, რომ მოლაპარაკებას დონალდ ტრამპიც შეუერთდება.

როგორც ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ ბრაიენმა განაცხადა, ტრამპის ვიზიტი იმ ყურადღების პასუხი იქნება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პომპეოს მოსკოვში ვიზიტის დროს გამოხატა.

„როდესაც პომპეო რუსეთში იმყოფებოდა, მას პუტინი შეხვდა“, – აღნიშნა ო’ბრაიენმა.

პომპეო და ლავროვი წელს უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ, მათ შორის რუსეთსა და ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები