გურიის მხარესა და ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარდუბიცეს რეგიონებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მხარის რწმუნებული, დელეგაციის წევრებთან ერთად, რეგიონის პროფესიულ სასწავლებლებს, პარდუბიცეს საერთაშორისო აეროპორტს და საგზაო დეპარტამენტს სტუმრობდნენ, სადაც მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პროფესიული განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურის და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეეწყობა ხელი. მომზადდა პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ოზურგეთის კოლეჯ “ჰორიზონტსა“ და ქალაქ ჟამბერკის კოლეჯს შორის პარტნიორული თანამშრომლობის დაწყებას, რაც სტუდენტების და მასწავლებლების გაცვლითი პროგრამის განხორციელებას მოიცავს.

“მნიშვნელოვანია, რომ პირველად ისტორიაში, გურიის რეგიონმა პარტნიორული ურთიერთობა დაიწყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს რეგიონთან. ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში უკვე გვაქვს პირველი შედეგები და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით ველოდებით პროექტის დაფინანსებას, რომელიც წარდგენილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოში. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩეხ კოლეგებთან, რათა მეტი საინტერესო და რაც მთავარია, გურიის მოსახლეობისთვის ეკონომიკური ეფექტის მომტანი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები