ივანე მაჭავარიანი: საბაჟო სერვისების 100% ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს

დღეს, საბაჟო სერვისების 100% ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, საბაჟო სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის, ელექტრონული სერვისების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების საბაჟო პროცედურებს ამარტივებს.

“სერვისების ნაწილში, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს და ამ კუთხით, ძალიან ვუახლოვდებით „ციფრული საბაჟოს” კონცეფციას”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წელს, პირველად გახდა შესაძლებელი საბაჟოზე საქონლის წარმოშობის სერთიფიკატის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოდგენა, რაც ამარტივებს საბაჟო ადმინისტრირებას გადამხდელებისთვის და ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს კიდევ უფრო დაცულს ხდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები