ვინ არის ფინეთის ლამაზმანი პრემიერი, რომელიც ლგბტ ოჯახში გაიზარდა – მარინ სანას ბიოგრაფია

ფინეთის პრემიერი, ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და 2015 წლიდან ქვეყნის პარლამენტის წევრი – მარინ სანა გახდა.

მარინ სანა 1985 წელს ჰელსინკიში დაიბადა, თუმცა ის გააშვილეს და მომავალი პრემიერი ტამპერში გაიზარდა.

მისი ბიოლოგიური მშობლები არასტაბილურ წყვილს წარმოადგენდა, მისი მამა ალკოჰოლიზმისკენ იყო მიდრეკილი, ამიტომ ბავშვი გააშვილეს. მარინი ორი ქალისგან შემდგარ ოჯახში გაიზარდა.

2015 წელს ჟურნალ Suomen Kuvalehti-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარინმა განაცხადა, რომ ბავშვობაში მისი თანდასწრებით ბედნიერ ოჯახებზე საუბარს ერიდებოდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მეგობარი ჰყავდა, ურთიერთობაში არსებობდა შეკითხვა, რომელსაც არავინ სვამდა. მარინი დღემდე თვლის, რომ მისი საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა დისკრიმინაციული უთანასწორობის დანგრევაა.

2012 წელს მარინ სანამ ტამპერის უნივერსიტეტი დაამთავრა, 2017 წელს მაგისტრის წოდება მიიღო.

2012 წელს ტამპერის საქალაქო საბჭოს წევრად იქნა არჩეული, 2013-17 წლებში საბჭოს თავმჯდომარე გახდა.

2014 წლიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მეორე მოადგილე გახდა.

მარინ სანას პარტნიორისგან, მარკუს რაიკონენისგან ერთი შვილი ჰყავს.

ფინეთში აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 17,7% მიიღო.

ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობა მან ზაფხულში დაიკავა.

რაც შეეხება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ამჟამად მათი მთავრი ამოცანაა „სამართლიანი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების აშენება“. მარინ სანა ქვეყნის ნატოში შესვლას ეწინააღმდეგება, ასევე „მწვანე“პოლიტიკის მომხრეა და სურს ქვეყანაში საწვავზე მყოფი ავტომობილების შემცირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები