სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ სურვილი და ოცნება რომ არ იყოს, ახალი იდეებითა და ახალი ინსტრუმენტებით უნდა ვიფიქროთ

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის – “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას თბილისი პირველად მასპინძლობს.

“ევრონესტი პირველად ტარდება საქართველოში, რის გამოც დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. პლენარული სესიის იმ დროს ჩატარება, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ პარტნიორობის 10 წელს, ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივ მიღწევებს, ევროპარლამენტის წევრების აქ ჩამოსვლა (60 ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება საქართველოში), ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ყოფნა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დღეს, რა უნდა იყოს ჩვენი ახლო მომავალი. მე ვთქვი, რომ არამგონია, ჩვენ კიდევ 10 წელი უნდა ველოდოთ ევროკავშირში შესვლას და ინტეგრაციას, რომელიც წერია კონსტიტუციაში. მაგრამ, იმისთვის რომ ეს არ იყოს მხოლოდ სურვილი, მხოლოდ ოცნება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიფიქროთ ახალი იდეებით, ახალი ინსტრუმენტებით. ეს არის ამ შეხვედრის დანიშნულება და შემდგომ ყველა ჩვენგანის ერთად მუშაობა ამ მიმართულებით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები