რუსეთი საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ვერ მიიღებს

საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებით, რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისი სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალა.

შესაბამისი რეკომენდაციით ორგანიზაციას WADA-ს შესაბამისობის დამოუკიდებელმა კომიტეტმა მიმართა.

კომიტეტი 25 ნოემბერს გამოვიდა რეკომენდაციით, მოხდეს რუსეთისთვის 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის ჩამორთმევა; ღონისძიებებში დაიშვებიან მხოლოდ „სუფთა“ რუსი სპორტსმენები, რომლებიც ნეიტრალური სტატუსით იასპარეზებენ; ასევე რუსეთს აეკრძალოს ამ ხნის განმავლობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები