გიგი უგულავა: პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება
“ჩვენი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული“, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
უგულავა ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ ჭირვეულობს.
“ჩვენ არ გვინდა, ზედმეტი მოლოდინები შევქმნათ საზოგადოებისთვის, რადგან ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება“ ჭირვეულობს. ამ პროცესს საერთოდ მე დავარქმევდი ჭირვეულის მორჯულებას. მემგონი, ივანიშვილს თავისი თავი ჩელენტანო ჰგონია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, როგორც გითხარით, ჩვენ წინადდებები შეთავაზებული გვაქვს და უცხოელი ჩვენი პარტნორების ზეწოლით, “ქართული ოცნება“ დათანხმდა, რომ განიხილოს ეს წინადადებები და მოვიდეს შემხვედრი პასუხებით. ჩვენი სამოქმედო გეგმა არ იცვლება. პიკეტები, აქციები გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.