გიგა ბოკერია: თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, მასზე წნეხი გამძაფრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, მასზე წნეხი გამძაფრდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
მისივე თქმით, ხელისუფლება დიალოგზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად წამოვიდა.
“დიალოგი შეწყვიტა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ გადაგაგდეთ და ფეხებზე მკიდიხართო და მერე, საერთაშორისო ზეწოლით, მოუწიათ დაჯდომა მოლაპარაკების მაგიდასთან და იქაც მაგრად წვალობენ. ან შეასრულებენ იმ პირობას, რაც დაღვრილი სისხლის მერე დადო ხალხის წინაშე ივანიშვილმა და რაზეც გადააგდო, ან გამძაფრდება და წნეხი მათზე იქნება ქუჩაში, ჩვენი ქვეყნის შიგნით, პირველ რიგში, იმიტომ, რომ მანდ წყდება საკითხი, მაგრამ იქნება საერთაშორისო ასპარეზზეც,”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს, მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.