ნიუ-დელიში ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში ქარხანაში მომხდარ ხანძარს 43 ადამიანი ემსხვერპლა,- ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო “ANI” ავრცელებს.
დედაქალაქის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლი 55 კვადრატული მეტრის ფართობზე გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 27 სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები