ბორდოში პოლიციელებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს
საფრანგეთის ქალაქ ბორდოში პოლიციელებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Le Figaro” ავრცელებს.
სამართალდამცველებზე თავდასხმა გუშინ, “ყვითელი ჟილეტების“ მანიფესტაციის დროს უნდა მომხდარიყო. პოლიციამ დაკავებულების ბინაში ქიმიური ნივთიერებები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებისთვის საჭირო ნივთები იპოვა. დაკავებულები ბორდოში საფრანგეთის სხვადასხვა დეპარტამენტიდან ჩავიდნენ.
პროკურატურამ გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმისა და ძალადობრივი აქტების განხორციელების მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის მუხლით დაიწყო.