კარლ ჰარცელი: ვნახოთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე რას მივაღწევთ, ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთგაგება იქნება

ვნახოთ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე რას მივაღწევთ, ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთგაგება იქნება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მეორე რაუნდი დღეს გაიმართება.
როგორც ჰარცელმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპარლამენტარებს პროპორციული სისტემის შესახებ მიმდინარე დისკუსიებზე ინფორმაცია მიაწოდა.
“მოვუყევი მათ ამჟამინდელ ვითარებაზე, მათ შორის პროპორციული სისტემის შესახებ მიმდინარე დისკუსიებზე, თუ რა იქნება შემდეგი. დიალოგის შინაარსზე, რომელსაც ჩვენ ვუწყობთ ხელს. ასევე ვესაუბრე უფრო ფართო საკითხებზე, რათა პარლამენტარებს ჰქონოდათ კარგი საწყისი მათ ქართველ კოლეგებთან შეხვედრების დროს.
მოხარული ვარ გასულ კვირას შეხვედრის გაგრძელებით. ძალიან დადებითად ვარ განწყობილი პირველ რიგში იმ ფაქტის გამო, რომ დიალოგი მიმდინარეობს და მის გარშემო გარკვეული პროცესებია. ვფიქრობ, ეს ფუნდამენტურია. ასევე მოხარული ვარ, რომ შედგა შეხედულებების გაცვლა ბოლო დიალოგის დროს. ვნახოთ, რას მივაღწევთ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე, სადაც მხარეები და ჩვენც ვიმედოვნებთ, რომ იქნება ურთიერთგაგება“,- განმარტა ჰარცელმა.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები