რუსული მედია: ბურჯანაძემ კოსაჩოვს ივნისში განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოუხადა
„ერთიანი საქართელო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინომ ბურჯანაძემ, რუსეთის ფედერაციის საბჭოში, საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრაზე, თბილისში ივნისში განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„არ შემეშინდება ბოდიშის მოხდა, ამ სრულიად ამაზრზენი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, არ დაგასრულებინებთ, სანამ ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის შეურაცხყოფა იყო, საქართველოს სახელმწიფოსი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
რუსული მედიის ინფორმაციითვე, კოსაჩოვმა საპასუხოდ ბოდიშის მოხდისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა.