გიორგი ცუცქირიძე: “ნაცმოძრაობის” და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მიერ ორგანიზებული მიტინგების კუდი არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა

„ფაქტიურად სამკვირიანი აქციების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მიერ ორგანიზებული მიტინგების კუდი არც ისე გრძელვადიანი აღმოჩნდა და ქართული ე.წ. მედასავლეთე ოპოზიციაც მორიგი ფიასკოს წინაშე აღმოჩნდა“, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნებისმიერი საპროტესტო აქტივობა, საბოლოო ჯამში მაინც მისი შედეგებით იზომება.

„ნებისმიერი საპროტესტო ხასიათის აქტივობა, რაზეც გარდა ადამიანური რესურსებისა, ფინანსური რესურსებიც უხვად იხარჯება, საბოლოო ჯამში მაინც შედეგით იზომება. ოპოზიცია, რომელმაც განსაკუთრებით 2016 წლიდან მოყოლებული, თავისი უპირობო ლიდერის ჩათვლით, პრაქტიკულად ყველაფერი წააგო, როგორც ადგილობრივ, ისე ნაციონალურ დონეზე, როგორც საქართველოში ისე უკრაინაში, როგორც ჩანს ვერაფერს სწავლობს წარსულის მწარე გამოცდილებიდან“, – წერს ცუცქირიძე.

ასევე, მისი თქმით, ერთობის წევრის ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტისას, გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის სენატში უკვე მომავალ კვირას კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს.

„ვაშაძე 2-ის მორიგი მესიჯბოქსი, რომ ქართული ოცნება უფრო პრორუსული ძალაა ვიდრე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამგზავრება, სხვა არაფერია თუ არა პრაქტიკულად გაბანკროტებული ოპოფლანგის ბურჯანაძის სამარცხვინო მოსკოვური ვოიაჟის ჩაფარცხვის უსუსური მცდელობა. ოპოფლანგის ნაწილის სასწრაფო წესით აშშ-ში გამგზავრების დაგეგმვაც, ამის ნაწილია, სხვა საკითხია ახლა ამას ვინ ჭამს!!!

ამ გამოუსწორებელ რენეგატებს შევახსენებ, რომ სწორედ მათი ერთობის წევრის ქალბატონი ბურჯანაძის (ყველა ერთის წინააღმდეგ ფორმულაც ამას გულისხმობს და ანალოგიური რუსული ფორმულა იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის დროსაც) მოსკოვში ვიზიტისას, გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის სენატში უკვე მომავალ კვირას კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და რაც მთავარია, მოსალოდნელია ახალი სანქციების დაწესება რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებისათვის. დღემდე რჩება რა ევროპის ბაზარზე გაზის მიწოდების მთავარ მონოპოლისტად, რუსეთი სწორედ ენერგო რესურსებს იყენებს პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟის მთავარ იარაღად.

მთელ ამ ისტორიაში საინტერესო კი ის არის, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ “რევოლუციური აღტკინების” დღეებში, საქართველოს მხრიდან რუსული გაზის ალტერნატივაზე – ტრანსანატოლიური გაზის მაგისტრალურ პროექტზე(TANAP) მოხდა ხელმოწრა, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას მიერ, რომელიც არის სამხრეთ კავკასიური ენერგოდერეფანი და რომლის ამოქმედებაც, თუ აქ პერსპექტივაშითურქმენული გაზის გატარების პერსპექტივასაც გავითვალისწინებთ, რაც გაზის ევროპულ ბაზრზე მიწოდებუს წილს 14 %-მდე გაზრდის, პოლიტიკურ მხარეს სულაც თავი რომ დავანებოთ, პრინციპულად არ შედის რუსულ ინტერესებში, მაგრამ ცალსახად შედის დასავლეთის ინტერესებში!!!.

მაგრამ თუ რა შედის რუსულ ინტერესში ეს არის ამ პერსპექტივის და მთლიანობაში ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობების დაბლოკვა, გრძელვადიანში თუ არა, ამ ეტაპზე მაინც.

ბრმა უნდა იყო, ვერ მიხვდე, რომ საარჩევნო სისტემაზე გამოკიდება და ასე აგრეგირებული “გადაგდების” თემატიკაც, აქ არაფერ შუაშია, იგი სასარგებლო იდიოტების აგდებაზეა გათვლილი, ხოლო არეულობა და დესტაბილიზაციაც ამ მიზნებს ემსახურება“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები