გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს აგრძელებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანში, ზამთრის სეზონზე დამსვენებლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს სამუშაოების ჩატარება რთულ მეტეოროლოგიურ და რელიეფურ პირობებში რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდა.

სამუშაოები წყლის სათავე ნაგებობებისა და 2 კმ-მდე მონაკვეთზე დაზიანებული ქსელის ახალი სისტემებით ჩანაცვლებას ითვალისწინებდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად წყლის დანაკარგი შემცირდა და დებიტი გაიზარდა. ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები