დავით ზალკალიანი კრისტოფერ პინჩერს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში, კრისტოფერ პინჩერთან, შეხვედრა გამართა.
მხარეები მიესალმნენ ლონდონის ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას და მის ჩართულობას მაღალი დონის შეხვედრებში. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა ხაზი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების მნიშვნელობას გაუსვეს, რომელიც ძალაში ბრექსიტის ამოქმედების შემდგომ შევა და ორი ქვეყნის თანამშრომლობის ყველა სტრატეგიულ მიმართულებას განსაზღვრავს. დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა. ზალკანიანის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფორმატში მწვავედ დასვან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარების საკითხი.
სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, დადებითად შეაფასა საქართველოს პრიორიტეტები და ქვეყანას ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში წარმატება უსურვა.