კახა კალაძე: სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონის ფარგლებში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

“როდესაც “ქართული ოცნების” ოფისთან მოდიხარ და აპროტესტებ და “ქართული ოცნების” წევრებს ეკითხები “რა გინდათ აქო”? ეს ახლა ნორმალური გგონიათ?! უბრალოდ სირცხვილია და უხერხული.

სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ, ამის საშიშროება არ არის. ეს პატარა დაპირისპირებები რაც იყო, ყველას მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ. მოვუწოდებ ყველა ახალგაზრდას რაც ენერგია აქვთ, მოდით ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას მოვახმაროთ. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში. თუკი მოხდება გადაცდომა, ამას მოჰყვება რეაგირება. აგრესიული ქმედება იყო პარტიის ოფისთან მოსვლა, ოფისზე წარწერების გაკეთება და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია დაპირისპირება, დესტრუქცია”, – განმარტა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები