“ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

“ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ რადიკალური პროცესები გაგრძელდება.

“სანამ არ იქნება ის შედეგი, რაც სჭირდება საზოგადოებას, სანამ ხელისუფლება უკან არ წაიღებს იმ შეურაცხყოფას, რაც ყველას მიაყენა, მანამდე რადიკალური პროცესები გრძელდება. ეს ითქვა და შედეგს სანამ არ დავინახავთ, მანამდე გამწვავდება ეს პროტესტი. ამ კვირაშიც იქნება იგივე. რა ფორმით, სად და როგორ, ამ ყველაფერს გეტყვით. ნეიტრალური არბიტრის შეფასებებს დავეთანხმოთ ორივენი წინასწარ. თუ შენიშვნა ექნებათ, იმ შენიშვნის გათვალისწინებით გავაკეთოთ. სანამ ივანიშვილი პოლიტიკურად არ გატყდება, მისი კლოუნები იმ გზავნილს გაიმეორებენ,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის მიერ საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები