გიორგი ჭეიშვილი: გუშინდელი მოვლენების პროვოცირება ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოიწვიეს

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი ჭეიშვილის განცხადებით, გუშინდელი მოვლენების პროვოცირება ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოიწვიეს, რადგან “ოცნების” ოფისი დააბოქლომეს.

მისი განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან აქციები არასამუშაო საათებში დაიწყო, სადაც საჯარო მოხელეების გარდა, ადგილობრივი მცხოვრებლები და დაინტერესებული პირებიც იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, არასამუშაო საათებში საჯარო მოხელეებს აქციაზე ყოფნა არ ეკრძალებათ.

“მოვლენების პროვოცირება ოპოზიციამ გამოიწვია. ჩვენმა მხარდამჭერებმა გამოთქვეს პროტესტი, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში ხალხის გამწარების და დაბოლქომების მეტს არაფერს აკეთებდნენ, კიდევ იღებენ ხმას. ჩემთვის მისაღები არ არის, რომ პროცესები ქუჩაშია გადატანილი. ოპოზიცია ყელში ამოუვიდა ყველას, მერიის თანამშრომელსაც და საკრებულოს წევრსაც,”-ამბობს ჭეიშვილი.

ჭეიშვილის განმარტებითვე, საჯარო მოხელეების მთავარი ფუნქცია აქციაზე აგრესიის ზღვარის შემცირება იყო. რაც შეეხება სიებს, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, თანხები რიგდებოდა, ჭეიშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმეს მსგავსი კადრები მოეპოვება უნდა გაასაჯაროვოს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან, აქცია გაიმართა, რას დროსაც  “ქართული ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა შენობას ცოცხები და კვერცხები ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები